კანონპროექტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ
მმართველი გუნდი ერთი კვირის წინ დაანონსებული გეგმის სისრულეში მოყვანას იწყებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. ბარიერგადალახულ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარლამენტში არ შევა, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან დროებით შეუჩერდება. კანონპროექტის მიღმა, ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და მუქარის ნიშნებს ხედავს. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია მხოლოდ იმ ორ ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც ბოიკოტის გამო ცესკო-ს დაფინანსების მიღების თხოვნით თავიდანვე არ მიმართეს. განსხვავებით დანარჩენი ოპოზიციისგან, რომელიც მათ მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებით განსაზღვრული დაფინანსების მიღებაში პრობლემას ვერ ხედავენ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ხელფასს ვერ მიიღებენ პარლამენტის ის წევრებიც, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან, დაფინანსება შეწყვეტილი პარტიები კი 2021 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უფასო სარეკლამო დროით ვეღარ ისარგებლებენ. კანონპროექტი დიქტატურის დამყარების მცდელობად შეაფასა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ - შალვა ნათელაშვილი მშვიდობიანი ფორმებით ხელისუფლების დამხობაზე ალაპარაკდა, სახალხო პარლამენტის შექმნა დააანონსა და მოლაპარაკების ჩაშლის ინიციატივით გამოვიდა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდეს მესამე სექტორში. 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კანონპროექტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კანონპროექტი და გამკაცრებული წესები პოლიტიკური პარტიებ...
MULTIMEDIA GE
კანონპროექტი პარტიების დაფინანსების წესის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საპარლამენტო...
TV IMEDI
რა მოტივით დაიწუნა ნეპოტიზმის კრიმინალიზაციის კანონპროექტი ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster