ახალი კანონპროექტი და გამკაცრებული წესები პოლიტიკური პარტიებისთვის

17.12.2020 02:21

"პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ."- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს. გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გამკაცრებულ კანონს  „სტრატეგია აღმაშენებელი“ ახალი კანონპროექტით უპირისპირდება
01:36

გამკაცრებულ კანონს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ახალი კანონპროე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სპეციალური კანონი მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე - რომან კაკულია #ეკონომეტრში
08:11

სპეციალური კანონი მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე - რო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თბილისის მთავრობის სხდომა
01:22

თბილისის მთავრობის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კანონპროექტი  „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - რა იცვლება?
05:01

ახალი კანონპროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებ...

Business Media Georgia

ქრონიკა 20:00 საათზე  - 9 ნოემბერი, 2022 წელი
51:08

ქრონიკა 20:00 საათზე - 9 ნოემბერი, 2022 წელი

TV IMEDI

„ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი
00:34

„ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მიუსაფარი ბავშვის უფლებებს სახელმწიფო დაიცავს | ახალი კანონპროექტი
20:12

მიუსაფარი ბავშვის უფლებებს სახელმწიფო დაიცავს | ახალი კანონპ...

შუადღე GDS / shuadge GDS

მარიხუანასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კანონპროექტი - მსჯელობა მთავრობის სხდომაზე
07:51

მარიხუანასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კანონპროექტი -...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო