კანონპროექტი პარტიების დაფინანსების წესის შესახებ
კანონპროექტი, რომელმაც პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია, ვენეციის კომისიასა და ოდირს ეგზავნება. სწორედ მათი შეფასებების შემდეგ დაიწყება „ქართული ოცნების“ იმ ინიციატივების მეორე მოსმენით განხილვა, რომლებიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება. მანამდე კი, დაფინანსების შესახებ კორექტირებული პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. პირველად ვარიანტში შესული ცვლილებებით, მანდატებზე უარის შემთხვევაში, პარტიებს დაფინანსება ერთი წლის ნაცვლად ექვსი თვით შეუჩერდებათ და ეს მხოლოდ ივნისის შემდეგ მოხდება. ოპონენტებისთვის მიცემული დრო ფიქრისთვის, თუ სადამსჯელო აქტი: მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების რადიკალურად გასხვავებული შეფასებების ფონზე, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ერთ-ერთ პროექტს იწუნებს ევროპის სახალხო პარტია. მეორე მოსმენამდე კანონპროექტის ვენეციის კომისიისა და ოდირისთვის გაგზავნა ოპოზიციამ მმართველი გუნდის მხრიდან პოზიციების დათმობად უკვე შეაფასა. ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას ისევ მუქარად აფასებენ და არ გამორიცხავენ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი პირდაპირ ამბობენ, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, საპარლამენტო საბოტაჟს დაუპირისპირდნენ და ქვეყანაში პროცესები სამომავლოდ სწორი მიმართულებით წარიმართოს. „ქართული ოცნების“ მხრიდან დღეს გამოითქვა მზაობაც კანონპროექტთან დაკავშირებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან დისკუსია გაიმართოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარტიების დაფინანსების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიების დაფინანსების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიების დაფინანსების წესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიების დაფინანსება - საკანონმდებლო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიების დაფინანსება - საკანონმდებლო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული კომიტეტების სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიების დაფინანსების წესი - განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster