პატე | ლევან კობიაშვილი

08/21/2021
Taste Corporation-ის მიერ

ფრანგული სამზარეულოს კიდევ ერთი გამორჩეული კერძი მოხვდა ჩვენი რეცეპტების ჩამონათვალში. Bon Appétit 🇫🇷


გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

ფქვილი
მარილი
როზმარინი
ქლიავი
ღვიძლი
ანტრიკოტი
ქონდარი
ხახვი
ნიორი
ზეთი
კარაქი

მოვამზადოთ ფხვიერი ცომი . 500 გრამ ფქვილზე 250 გრამი კარაქი. ფქვილი გავცრათ. დავუმატოთ მარილი, დაახლოებით 5 გრამი . კარგად გადავურიოთ ფქვილი და კარაქი ერთმანეთში და დავამატოთ ცოტაოდენი წყალი (50-100 მლ) . მოვზილოთ ერთგვაროვან მასამდე, გადავახვიოთ პლასტიკი და დავასვენოთ მაცივარში .
გადავიდეთ ხორცის დამუშავებაზე . ღვიძლი დავჭრათ გრძელ ნაჭრებად და გამოვატაროთ ხორცის მანქანაში.
2 კბილი ნიორი, 1 ცალი თეთრი ხახვი მოვთუშოთ ტაფაზე ზეთთან და კარაქთან ერთად. დავუმატოთ როზმარინი, ქონდარი.
მოთუშული ხახვი და ნიორი გადავიტანოთ გატარებულ ღვიძლში. დავუმატოთ თხილის რძე და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ მარილი, როზმარინი.

ცომი გადავიტანოთ სასურველ ფორმაში.
თხლად დავჭრათ ანტრიკოტის ნაჭრები და ჩავაწყოთ ფორმაში პირველ ფენად . დავამატოთ შავი პილპილი, მარილი.
ზემოდან დავასხათ დაბლენდერებული ღვიძლი. მეორე ფენა იგივე თანმიმდევრობით გავიმეოროთ..
ზემოდან დავაფაროთ ცომი, თავზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 1 საათით.
ფრანგული პატე მზადაა. გემრიელად მიირთვით.

#პატე #პაშტეტი #ანტრიკოტი

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან