ტრენინგი ქეისების მომწოდებლებისათვის

05/17/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

ერთი ფანჯრის პრინციპით - ასე ეწოდება ტრენინგს, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა. მისი მიზანი დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების, ერთი ფანჯრის პრინციპით მოგვარების მცდელობაა.
მეთოდს ის ორგანიზაციები გაეცვნენ, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრს შემთხვევებს, ე.წ. ქეისებს აწვდიან. შეხვედრას პროექტის გუნდის გარდა, სამიზნე რეგიონებიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, სამეგრელოსა და იმერეთიდანაც ესწრებოდნენ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად, ერთი ფანჯრის პრინციპს 2010 წლიდან იყენებს. ტრენინგი კი პროექტის, „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის\", მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება გორის, თეთრიწყაროს, მარნეულის, სამტრედიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
ერთი ფანჯრის პრინციპი, კონკრეტული ადამიანის პრობლემის მოსასმენად, ყველა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ერთად შეკრებას ისახავს მიზნად, რაც დევნილებს ბევრ საკითხს გაუმარტივებს. პროექტი „\"ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ქალთა საონფორმაციო ცენტრსა და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით ხორციელდება. მას მხარს ნორვეგიის მთავრობა უჭერს. პროექტის მიზანი იძულებით გააადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაა.@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/