თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

15.06.2021 04:56

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი სახელმწიფო ლიდერია, რომელიც მთიან ყარაბაღში ვიზიტით ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტმა ის ქალაქები მოინახულა, რომლებზეც თითქმის 30 წლის შემდეგ კონტროლი ოფიციალურმა ბაქომ დაიბრუნა. ქალაქ შუშაში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების ახალი დეკლარაციაც გაფორმდა. ორი ქვეყანა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. ერდოღანის ვიზიტი სომხეთის მწვავე გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: