ტანაპის პროექტის ინაუგურაცია თურქეთში
ამ წუთებში თურქეთში, ედირნეს პროვინციაში ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის „ტანაპის“ პროექტის ინაუგურაცია იწყება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებიან. მილსადენის ამოქმედების შემდეგ, ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით, ბუნებრივ აირს მიიღებს. საქართველო კი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ევროპისთვის განკუთვნილმა ბუნებრივმა აირმა სწორედ საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა გაიაროს. შესაბამისად, შესაძლებლობა გვეძლევა, მალე კიდევ უფრო მეტი იაფი გაზი მივიღოთ. ასევე, პროექტის მიზანი რუსულ გაზზე ნაკლები დამოკიდებულებაა. პირველ ეტაპზე ტანაპის გამტარიანობა წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება. აქედან 6 მილიარდი თურქეთს მიეწოდება, დანარჩენი კი ევროპას, სადაც ბუნებრივ აირს, ტაპის მილსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში მიიღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...