ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები
01/05/2023
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმა გახსნა. სხდომაზე კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი. ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა და შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.