საკანონმდებლო ცვლილებები - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

26.02.2024 03:57

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები დღეს დაინიცირდება, რომლის მიხედვითაც, ბიუროს უფროსის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. ამასთან, ზუსტდება თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის საკითხებიც. კერძოდ, თუ პირის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, მის აღმოსაფხვრელად მას ერთთვიანი ვადა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგის დაექვემდებარება. ასევე ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და თანამდებობის პირთათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხებიც. კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბიუროზე დღესვე დაინიცირდება, არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლე. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს ანგარიში იმ საკითხებზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამასთან, ცვლილებებით, სახალხო დამცველი უფლებამოსილი ხდება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას, სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საკანონმდებლო ცვლილებები - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
03:29

საკანონმდებლო ცვლილებები - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტოლტენბერგის განცხადება - შეფასებები
02:45

სტოლტენბერგის განცხადება - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზუგდიდელების აზრი მარიხუანის მოყვანასა და ექსპორტზე
01:57

ზუგდიდელების აზრი მარიხუანის მოყვანასა და ექსპორტზე

Radio Atinati

ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობაში
00:40

ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი კობახიძე  საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილეს ულოცავს
00:35

ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის ამო...

Parliament of Georgia

საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს
00:49

საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია მუშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტი
03:21

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
02:29

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო