„კოალიცია გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობა სასწრაფოდ დაიწყოს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა, თუმცა პარალელურად, ამ დრომდე არ არსებობს ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი.
კოალიციაში აცხადებენ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ უნდა გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაწვეული საკანონმდებლო ორგანოდან მოსამართლეთა ის სია, რომელიც ამ დროისთვის წარდგენილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.