არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება


მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მესამე სექტორი დროებით აჩერებს ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას და მოუწოდებს მმართველ გუნდს, დააბრუნოს სამუშაო ჯგუფში ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“.

„დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიციირებულ სამუშაო პროცესში“, - წერია განცხადებაში. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელობას გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე. ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას. განცხადებას ხელს აწერენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან