ქუთაისში პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში ბიზნეს ასოციაციებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. 35-მა მონაწილემ სამი სხვადასხა ტრენერისგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მიიღო.
ტრენინგის მთავარი თემა იყო ევროკავშირის ბაზარი, თავისებურებები, სურსათის უვნებლობა და სავაჭრო პოლიტიკა.
„ტრენინგები უტარდება ბიზნესის დამხარე ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია მათ მიღებული ინფორმაცია გაავრცელონ თავიანთ წევრებში, გაიზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი გუდავაძემ.
ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვანცა მელაძის შეფასებით, სავარაუდოდ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ცნობადობა გაიზარდა, რადგან ჯგუფი სემინარებში აქტიურად იყო ჩართული.
„კითხვების ხარისხი არის საკმაოდ რელევანტური. ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას, საქართველოს შესაძლებლობების, გამოწვევების შესახებ. ასევე, შევთავაზეთ საინტერესო ინსტრუმენტები ანალიტიკისთვის, როგორც მეწარმეებს აქვთ შანსი გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირში, კონკრეტულად, რას უნდა ველოდოთ“, - დასძინა მელაძემ.
ტრენინგს დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი განმარტებით, მსგავის ტრენინგები მნიშვნელოვანია, რადგან DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ისინი ინფორმაციას ერთმანეთსაც უცვლიან.
„აღნიშნულ ტრენინგზე ვეცნობით ევროკავშირის მოთხოვნებს, სტანდარტებს, რომელსაც შემდეგ ჩვენს წევრ ფერმერებს, გადამამუშავებლებსა და ექსპორტიორებს გადავცემთ“, - თქვა ველური სოკოს შემგროვებელთა და მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა იოსებ კობახიძემ.
პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორის საბა მესხის ინფორმაციით, ანალოგიური ტრენინგში აღმოსავლე საქართველოში მოღვაწე ასოციაციებისთვის ბორჯომში უკვე ჩატარდა და ეს ტრენინგების პირველი სერიაა.
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია განვავითაროთ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ დაეხმარონ მცირე ფერმერებს, რომ გაძლიერდნენ. ვგგევამთ ტრენინგებს რეგიონებში, რომელიც შეეხება ორგანიზაციული მართვის საკითხებს“, - აღნიშნა მესხმა.
ტრენინგებს ეკონომიკის სამინისტროდან, აისეტიდან და ექსპორტის განვითარების ასოციაციიდან მოწვეული ტრენერები ატარებდნენ. ისინი პროექტის „„სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში იმართება. პროექტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია GFA, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ექსპორტის განვითარების ასოციაცია და ასოციაცია ,,ათინათი'') ახორციელებს და ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/