იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ზუგდიდში სხვადასხვა პარტიის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იულიანა ხარაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანია ამომრჩევლებმა კანდიდატებისგან მოისმინონ, თუ რა პროგრამები აქვთ მათ დევნილი ქალებისა და გოგონების გაძლიერებისთვის.
„წლებია ვმუშაობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და შევისწავლოთ დევნილების პრობლემები და შემდეგ მივიტანოთ ისინი მთავრობამდე. გვაინტერესებს, ჰყავთ თუ არა თავიანთ პროგრამებში დევნილები, მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, დევნილი ქალები და გოგონები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში“, - აღნიშნა მან.
კანდიდატებმა არსებული პრობელმების მოგვარების გზებზე ზოგადად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ საარჩევნო პროგრამებში, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზებია ასახული.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურგენ სართანიას თქმით, იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკონომიკური განვითარებისა და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად ადგილობრივ ბიუჯეტში ხუთი ათასი ლარის გათვალისწინებას გეგმავს.
„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მაია ღურწკაის განმარტებით, მისი მოძრაობა შეეცდება, რომ დევნილებს ღირსეულ საცხოვრებელი და სამუშაო პირობებს შეუქმნას.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირუზა კაკავას თქმით, ამბობს რომ მას სხვადასხვა არასამთავრობო ორაგნიზაციების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით ადგილობრივების, დევნილი ქალების თუ ბავშვების დასახმარებლად არაერთი პოექტი განუხორციელებია. კაკავა ამბობს, რომ დევნილებს ის მომავალშიც აქტიურად დაეხმარება სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა მიიჩნევს, რომ დევნილების პრობლემა გლობალურად სახელმწიფოს პრობლემაა და ის მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ გადაწყდება, თუმცა მას მჭიდრო კომუნიკაცია ექნება დევნილთა სამინისტროსთან.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, კი დევნილთა განსახლების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ მათ უკიდურესდ რთულ პირობეში უწევთ ცხოვრება.
რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას იურისტის კესო ჩხიკვაძის განცხადებით, სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ის რომ დევნილები დღეს რთულ პირობებში იმყოფებიან, მისი თქმით მთავარი მიზანი არ უნდა იყოს ერთჯერადი დახმარებს, არამედ დევნილების ფსიქოლოგიურ დახმარებაზე განვითარებასა და ხვალინდელი დღის პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას.
შეხვედრის მთავარი თემის - ქალებისა და გოგონების გაძლიერბის შეასხებ კონკრეტულ გეგმებზე არცერთი პარტიის კანდიდატს არ უსაუბრია.
ღონისძიება პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაცი „თანხმობა“ გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: / rado.atinati
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/