ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია. მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართავს.
კლინიკაში მყოფი ექს-პრეზიდენტის გუნდი ლიდერის გათავისუფლების და მისთვის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლების მოპოვებას წინასაარჩევნო დღის წესრიგის მთავარ თემად აყენებს. პოლიტიკური სპექტრი ახლა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია. „არა და არასდროს“ - ამ ცალსახა პასუხის საჯაროდ დაფიქსირების მიუხედავად, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მიერ შერბილებული ტონი ოპოზიციის ნაწილს იმედს აძლევს, რომ სახელმწიფოს მეთაური პოზიციას გადახედავს. ამ კონტექსტში პრეზიდენტის მიერ უკვე შეწყალებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეებს იხსენებენ და მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელ მოწოდებებზე მიუთითებენ. სწორედ ცალკეული უცხოელი პარტნიორების განცხადებები და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში შეტანილი შესწორება ხელისუფლებას არწმუნებს, რომ გარკვეული ჯგუფი სააკაშვილის შესაწყალებლად სალომე ზურაბიშვილს ნიადაგს უმზადებს. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.