სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს
პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე კრიტიკის სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა. სალომე ზურაბიშვილს ყოფილი მმართველი პარტია ისევ მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალების გამო აკრიტიკებს. პარტიაში ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტის იმ განცხადებამ, რომლის მიხედვით ექს-პრეზიდენტის შეწყალება პოლარიზაციის ზრდას გამოიწვევს. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გზად სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენებას, ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ხედავენ სააკაშვილის ოჯახის წევრები და თანაგუნდელები. ციხიდან გამოშვების მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების დასკვნა სახელდება, რომლის მიხედვით, ცილოვანი საკვების არ მიღების გამო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მმართველი გუნდიდან ოპონენტებს ახსენებენ, რომ სააკაშვილი საკვებს თავისი სურვილით არ იღებს. თუ ოჯახის და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ორშაბათამდე არ დაკმაყოფილდება, ექს-პრეზიდენტის გუნდი ბრძოლის სხვადასხვა ფორმას აანონსებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„არა და არასოდეს“ - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ...
სააგენტო GUARDIAN GE
პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება...
TV IMEDI
საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურებები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს
ტვ პირველი • TV Pirveli
შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკა...
Formula News