პრეზიდენტის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

28.01.2022 09:25

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციის გადახედვას არ აპირებს. სალომე ზურაბიშვილის აზრით, შეწყალების გადაწყვეტილება დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის. რა მიზანი აქვს მის მიერ ინიცირებულ და ცოტა ხნის წინ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს, რომელშიც ოპოზიციაც ჩაერთო, რა მოვლენების გარშემო ცდილობს ის ეროვნული თანხმობის მიღწევას, რა პერსპექტივა ექნება ამ პროცესს, როგორ წარმოუდგენია მისი შედეგები და ემხრობა თუ არა სწორედ სააკაშვილის საკითხზე მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატს - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დასმულ შეკითხვებს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში უპასუხა. სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო