სამუშაო შეხვედრა „ლაიონს კლუბების" წარმომადგენლებთან.
7 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, მოადგილემ, კახა კობერიძემ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების „ლაიონს კლუბების" ევროპული სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია, უშუალოდ, მათგან მოისმინა. შეხვედრას, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით რეხვიაშვილი და ნინო ქავთარაძე, ქვემო ქართლის პენსიონერთა კავშირის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილობრივი კოორდინატორები ესწრებოდნენ. სამხარეო ადმინისტრაციაში სტუმრობისას, საქმიანობის შესახებ თემატური პრეზენტაცია წარმოადგინეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების „ლაიონს კლუბები“_ს კოორდინატორმა საქართველოში, იორნ ანდრესენმა, ჩრდილოეთ ქვეყნების „ლაიონს კლუბები“_ს საერთაშორისო დირექტორმა ბენტიე სპენსერმა, თბილისის „ლაიონს კლუბების“ პრეზიდენტმა ნინო ბესელიამ, საქართველოს რეგიონის კოორდინატორმა თამარ გეგენავამ და „ლაიონსების თვალის კლინიკის“დამფუძნებელმა დირექტორმა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო კარანაძემ. აღსანიშნავია, რომ ლაიონსების ორგანიზაცია, საქმიანობის 100-ზე მეტ წელს ითვლის და არასამთავრობო სექტორის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც დღიდან დაარსებისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია. „ლაიონსები“ საკუთარ რიგებში მსოფლიოს ყველა კონტინენტის მილიონობით წარმომადგენელს აერთიანებს და საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ საქმიანობას საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით ახორციელებს. დღესვე, საქართველოს პენსიონერთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით ძამუკაშვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა „ქვემო ქართლის ხანდაზმულთა ლაიონსების კლუბს“. აღსანიშნავია, რომ „ლაიონს-კლუბი“ რუსთავში 2015 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს და მას პედაგოგი, ლია ღუღუნიშვილი ხელმძღვანელობს. #ქვემოქართლი2018 #რუსთავი2018 #გუბერნია2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
სამუშაო შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სამუშაო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან 22...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სამუშაო შეხვედრა საქსტატის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლე...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სამუშაო შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წარმომა...
ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia
სამუშაო შეხვედრა რეგიონის წყალმომარაგების კომპანიების წარმომ...
TV 25
სამუშაო შეხვედრა რეგიონის წყალმომარაგების კომპანიების წარმომ...
TV 25
სამუშაო შეხვედრა რეგიონის წყალმომარაგების კომპანიების წარმომ...
TV 25
სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
სახელმწიფო აუდიტის სამსახური