სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა
კოალიციური მმართველობის რეალობად ქცევისთვის ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, პროცესი პირველ მარტს უნდა დასრულდეს. მანამდე კი საკითხი მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ გაააქტიურა. სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მექანიზმის გამოყენებაზე ირიბად მიანიშნა, რაც ყოფილი პრეზიდენტის გუნდმა გათავისუფლების მოთხოვნად აღიქვა. „ნაციონალური მოძრაობა“ კლინიკაში მყოფი ლიდერის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. „არა და არასდროს“ - შეწყალების თემაზე პრეზიდენტის მხრიდან ცალსახად დაფიქსირებული ამ პოზიციის მიუხედავად, მმართველი გუნდი ბოლოდროინდელი გზავნილების ფონზე სალომე ზურაბიშვილისგან შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას აღარ გამორიცხავს. „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებებში გაფრთხილების და მუქარის ტონი ხშირდება. მაშინ როცა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების ნაწილზე განაჩენი ჯერ არც დამდგარა, პოლიტიკოსების ნაწილისთვის შეწყალების მოთხოვნა აზრს მოკლებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 25 ნოემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ზურაბიშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს
TV IMEDI
სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster