26 მაისი - პოლიტიკური უთანხმოების მორიგი მიზეზი
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. „თავისუფლების სიყვარულით“ - ეს იყო წელს ეროვნული დღესასწაულის მთავარი თემა. ხელისუფლების მთავარი გზავნილი კი სამშვიდობო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია. სამხედრო ფიცი, ეროვნული სიმბოლიკა და ოპოზიციის მიერ პოლიტიზებული ღონისძიების დეკორაცია. ხელისუფლების ოპონენტებმა კრიტიკისთვის, ამჯერად სწორედ 26 მაისის დეკორაცია გამოიყენეს და მმართველი გუნდი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშები არ გამოიფინა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ ეს დეტალი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ევროკავშირის დროშები სადღესასწაულო ბანერებზე შარშან გამოიფინა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი და სწორედ ეს იყო გასული წლის დამოუკიდებლობის დღის თემატიკა. საარქივო მასალები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის დროშები 26 მაისისადმი მიძღვნილ დეკორაციებზე არც გასულ წლებსა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო დატანილი. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღონისძიების დღის წესრიგში საკუთარი პოლიტიკური აქტივობების შეტანა სცადეს და ამ მიზნით დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშებით მსვლელობა და პერფორმანსებიც მოაწყვეს. 26 მაისი და პოლიტიკური ვნებათაღელვა ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
26 მაისის აღნიშვნა - უთანხმოების მორიგი მიზეზი პოლიტიკურ სპე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და გასაუბრების პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 24 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster