ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები
მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა - ევროპარლამენტის უმრავლესობაში ისევ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსმა 720-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში ამჯერადაც ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა და, შესაბამისად, ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის სტატუსი შეინარჩუნა. მეორე ადგილზეა მამარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ჯგუფი. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ტენდენცია: შედარებით დაწინაურდნენ და გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვთ მემარჯვენე და კონსერვატიულ ძალებს. გარკვეულწილად შესუსტდა ლიბერალური ჯგუფის პოზიციები. ახლა მთავარი კითხვაა, როგორი იქნება ძალთა ბალანსი ახალი მოწვევის პარლამენტში და ცალკეულ საკითხებზე უთანხმოების ფონზე, როგორ შეძლებენ პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ალიანსების ფორმირებას. არანაკლები ინტერესის საგანია ისიც, თუ როგორ აისახება არჩევნების შედეგები ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლზე და ევროკომისრების შემადგენლობაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 10 ივნისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომენტარი — 10 ივნისი
ევროპული არჩევანი - შეფასებები
TV IMEDI
ევროპარლამენტის კარს მომდგარი არჩევნები
რადიო თავისუფლება
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის არჩევნები - პოლიტიკური ტენდენციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster