ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ევროპარლამენტართა ჯგუფი საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კონკურენტუნარიანს და კარგად ორგანიზებულს უწოდებს. „ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა“, – აცხადებს ევროპარლამენტართა ჯგუფი. აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედიაგარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ევროპარლამენტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერბალური ან ფიზიკური კონფრონტაციით სრულდებოდა. საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული,“ – წერია განცხადებაში. ევროპარლამენტი არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დააყენონ. განცხადებას ხელს აწერენ: კავკასიის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლელოს“ შეხვედრები ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 24 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტართა ნაწილის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის მეექვსე რეკომენდაცია - შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster