ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა
ევროკომისიისგან მიღებული ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულება პოლიტიკური უთანხმოების მიზეზია. ოპოზიციის უკმაყოფილებას მმართველი გუნდის ლიდერთა ის განცხადებები იწვევს, რომლის მიხედვით, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შესაძლოა არ შეიქმნას და მუშაობა სხვა ფორმატში, მათ შორის, კომიტეტებში წარიმართოს. „ქართული ოცნების“ წევრთა განმარტებით, ფორმატები იმ საკანონმდებლო პროექტებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ცხრა პუნქტის ფარგლებში უნდა მოამზადონ. მმართველი პარტია სამუშაო პროცესში ჩართვას ოპოზიციის სრულ შემადგენლობას სთავაზობს. თავის მხრივ, ცხრა რეკომენდაციაზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის მზადყოფნას ადასტურებენ ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკომისიის ახალი რეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ აქვთ. სამოქმედო გეგმა უკვე გამოქვეყნებულია. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ პარლამენტში უნდა წარიმართოს. რეკომენდაციების შესრულებამ ქვეყანას ევროინტეგრაციის ახალი ეტაპისკენ - ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა გაუხსნას გზა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმა და ევროპული რეკომენდაციები - პაატა მანჯგალაძ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმა და ევროპული რეკომენდაციები - ინტერვიუ მიხეილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster