მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
პროცესს, რომელიც ბოლო თვეებში პოლიტიკური უთანხმოების მთავარი თემაა, დღეს პირველად აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურაა განხილული. „ოდირის“ მონიტორები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს 29 ივნისიდან ადევნებდნენ თვალს. ორგანიზაციას მოსამართლეების ღია დანიშვნის პროცედურის დანერგვა და კრიტერიუმების გაწერა მოსწონს, თუმცა მიუთითებს ხარვეზებზეც. მონიტორები საუბრობენ გასაუბრების დროს ცალკეულ კანდიდატთა მიმართ არათანაბარ მოპყრობაზე. „ოდირს“ შენიშვნა აქვს პარლამენტში გადაგზავნილი 20-კაციანი სიის, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივნის მიმართ, რომელიც თავადაც კონკურსის მონაწილეა. მოსამართლეების შერჩევის პროცესი იუსტიციის საბჭოდან ახლა პარლამენტში ინაცვლებს, თუმცა კანდიდატურების განხილვები, სავარაუდოდ, ხმაურიანად ჩაივლის, რადგან კანდიდატთა სია ოპოზიციასა და მესამე სექტორში მაინც სადავოა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
TV IMEDI
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი - ეკა ციმაკურიძე
Democracy Index
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
TV IMEDI
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
TV IMEDI
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი
TV IMEDI