გენდერული დინამიკის გააზრება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის სფეროში

04/22/2021

შემეცნებითი ვიდეორგოლი ძალადობრივ ექსტრემიზმზე გენდერული თავისებურებების გავლენის შესახებ.

ვიდეორგოლი წარმოადგენს, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამის მეხუთე მოდულის შეჯამებას. ეს მოდული შეისწავლის რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმზე გენდერული დინამიკის გავლენას. იგი ეხება გენდერული კუთვნილების თემას და გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ გენდერულად სენსიტიური მიდგომა ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებაში. მოდული გვთავაზობს გენდერულ ფაქტორებზე დაფუძნებულ ანალიზს მამაკაცებისა და ქალებისთვის ექსტრემისტული იდეების მიწოდების გზების ან ძალადობრივ ექსტრემიზმში მათი უშუალოდ მონაწილეობის შესახებ.

ძალადობრივ ესტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამა წარმოადგენს, ამ მიმართულებით, პირველ ქართულენოვან სასწავლო პროგრამას. იგი მომზადდა ორგანიზაციის „Search for Common Ground“ მიერ „Hedayah“-ს ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „STRIVE Global“ ფარგლებში, ხოლო ქართული რეალობისთვის ადაპტირდა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ.

ვიდეო მომზადდა პროექტის “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში, რომელსაც GCSD ჰედაიას ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

“ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება - კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო” შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - http://bit.ly/3h5biQR

ვიდეოები „Georgian Center for Strategy and Development GCSD"-ისგან