ენმ საკრებულოს გუშინდელი სხდომის ოქმის გასაჩივრებას აპირებს

05/23/2017
Radio Atinati-ის მიერ

\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა\" ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებს. პარტიის წევრების თქმით, გუშინდელი სხდომა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. ისინი ოქმის გასაჯაროებას ითხოვენ, რაზეც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე იმსჯელეს.

„გუშინდელი სხდომა არ ჯდებოდა არც სამართლებრივ და არც მორალურ ჩარჩოებში. ჩატარდა პროცედურული დარღვევებით. სხდომის თავმჯდომარემ საკითხი ისე დააყენა, რომ არ გამოუცხადებია, თუ რას ეყრებოდა კენჭი. საკრებულოს აპარატს არ დაუთვლია, თუ რამდენი მომხრე ჰყავდა საკითხს. სხდომის დასრულების შემდეგ ვითხოვეთ ოქმი, რომელიც საიდუმლოდ შედგა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ამასთან, ოპოზიციური პარტია ოქმის მოპოვების შემდეგ სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას თქმით, სხდომამ დარღვევების გარეშე ჩაიარა და ის რეგლამეტის შესაბამისად წარიმართა.

„ოქმის თაობაზე არის სამ დღიანი ვადა, როდესაც საკრებულოს აპარატი ამზადებს ამ ოქმს ჩანაწერების მიხედვით, თითეულ მოსაზრებას ანალიზი უნდა, ეს ხდება აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რაც ფიქსირდება ოფიციალურ დოკომენტებში ჩანაწერების სახით და ამის შემდეგ იძენს საბოლოო სახეს. ყველაფერი ჩატარდა წესის მიხედვთ უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ის დონე რაც აუცილებელი ოყო მსგავსი შეხვედრების დროს. ნაცვლად იმისა რომ მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენი მოსაზრებები გამოგვეხატა, ავირჩიეთ ის გზა რომელიც მიმართული იყო ჩაშლისკენ და ქაოსისკენ, რაც მიუღებელია“, - აღნიშნა ნუგზარ სარიამ.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკურებულომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი დაამტკიცა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან