რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულთა საქმე

28.02.2020 03:06

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმადაც, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე, 2020 წლის მარტში ჩაინიშნა. რაც შეეხება რუსული მედიით გავრცელებულ ცნობებს, ასეთია - რუსეთის ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ. რუსული მხარის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, შეადგინოს დაზარალებულთა საბოლოო სია. დააზუსტოს, თუ ვინ რომელი დარღვევის შედეგად დაზარალდა და რა სახის კომპენსაცია ეკუთვნის. ეს კი, მათი განცხადებით, საერთო სიიდან, რომელშიც 1797 მსხვერპლია, სულ მცირე 290 მოქალაქის გამორიცხვას გულისხმობს, რომლებიც, მათი მტკიცებით, არ შეიძლება იყვნენ აღიარებული დაზარალებულად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულთა საქმე
00:58

რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულთა საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმე“ - პოლიტიკური შეფასებები
06:48

„რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმე“ - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთიდან დეპორტირებულების საქმე
04:11

რუსეთიდან დეპორტირებულების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის ვადა ეწურება
02:01

რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის ვადა ეწურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
03:23

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა სტრასბურგში
00:51

„ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან
00:31

შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში
07:52

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო