ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში
სტრასბურგიდან მოსკოვის მისამართით მოწოდებები მკაცრდება - სწორედ რუსეთია ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იმ დოკუმენტის, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს დაამტკიცა. სტრასბურგის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულება და კომპენსაციების გაცემა უნდა დაჩქარდეს - ასეთია დოკუმენტის მთავარი გზავნილი. ასეულობით საქმეს შორის იგულისხმება ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავება-დეპორტაციის საქმეზე მიიღო და რომლის იგნორირებას მოსკოვი უკვე წლებია, ახდენს. დოკუმენტში რუსეთით იწყება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლოს ყველაზე მეტი შეუსრულებელი გადაწყვეტილება უკავშირდება. ამის გამო დღეს ცალკეულმა დეპუტატებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც კი მოითხოვეს. ოკუპანტ ქვეყანას, სავარაუდოდ, აქამდე გაუცემელი კომპენსაციების, ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პროცენტის გადახდაც მოუწევს, საკითხზე კონსულტაციების დაწყებისკენ კრემლს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტმა უკვე მოუწოდა. ახლა მთავარი კითხვაა, რა ფორმით შეძლებს ევროსაბჭო რუსეთს დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. მაშინ, როცა ოფიციალურმა მოსკოვმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება ჯერ კიდევ გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუუქმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა პაპუაშვილის ღია წერილი ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia