რუსეთიდან დეპორტირებულების საქმე
რუსეთს კომპენსაციის გადახდა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქისთვის მოუწევს. 12 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სტრასბურგში ინდივიდუალური სარჩელები ჰქონდათ გაგზავნილი. სასამართლომ მათ მიმართ ევროკონვენციის მუხლების დადგენა ჯერ კიდევ 2016 წელს დაადგინა. ამჯერად კი დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაციების რაოდენობა განსაზღვრა, რაც 2000-დან 15 000 ევრომდე მერყეობს. თანხის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, მოქალაქე 2006 წელს მხოლოდ დეპორტაციის მსხვერპლი გახდა, თუ უკანონო პატიმრობის და არაადამიანური მოპყრობისაც. ეს არის 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის უკვე მეორე გადაწყვეტილება. ერთი თვის წინ ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა სახელმწიფოთაშორის საქმეზეც, - სახელწოდებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ,“ - რომელიც 1 500-მდე დაზარალებულის საქმეებს აერთიანებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულთა საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულთა საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რუსეთიდან დეპორტირებულები - საჩვენებელი დასჯის დროს ადამიანთ...
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 30 იანვარი, 2019 წელი
TV IMEDI