ჯანმრთელობა და ჰიგიენა

05/05/2021
გუნდი 51-ის მიერ

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა მონაწილეობს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის კონკურსში. ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია ეხება მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ამ მიზნების მიმართ ცნობადობის ამაღლებას. როდესაც ცნობადობა მაღალია, საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობაც იმატებს. თითოეული მიზანი უნდა შესრულდეს 2030 წლამდე, რათა სამყარომ იცხოვროს უკეთეს, ჯანსაღ სამყაროში. ეს კი საზოგადოების ყველა წევრმა ერთად უნდა შევძლოთ.

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლის მეექსვე კლასის მოსწავლემ - ნია ტაკიძემ, მოამზადა მცირე გადაცემა მდგრადი განვითარების მესამე მიზანზე - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ნია განმარტავს ჰიგიენას და საუბრობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც აუცილებელია რომ დავიცვათ იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები.

\"გუნდი 51\" დიდ მადლობას უხდის ნიას აქტიურობისთვის!

#გარემოსთვის #ჯანმრთელობა #ჰიგიენა