კვლევების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები წარადგინა


საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგები წარადგინა. 2023 წლის სამი ფართომასშტაბიანი კვლევა - მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საკითხს, მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესისა და სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასებას მოიცავს - ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე დასრულებული არ არის, თუმცა, ძირითადი მიგნებები გამოკვეთილია. პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო.

შეგახსენებთ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან