German Experts visiting the Center 22.07.2017
ექვსმა გერმანელმა ექსპერტმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლების დახელოვნების მიზნით, სამოდელო გაკვეთილები და სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. პროექტი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან (SES) ერთად შემუშავდა, პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროების კვლევას და მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს. მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შემდეგ, მოხდება მასწავლებელთა ტრენინგების მიზნობრივი დაგეგმვა სპეციალობებში. გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას, თანამშრომლობის დამყარებაში კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელთან გერმანიაში, რათა მოხდეს მასწავლებელთა მივლენა გერმანიაში პროფესიული განვითარებისათვის. მოდულური და დუალური სწავლების დანერგვის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებასა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას ევროპის ქვეყნებში. საერთაშორისო ექსპერტის, გერალდ ვეტცელის განცხადებით, ექსპერტები ტურიზმის სფეროს მოიცავენ, რაც გულისხმობს გასტრონომიის, სასტუმროს მომსახურებისა და მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელებას: „ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მასწავლებლებთან, რათა დავადგინოთ მათი პროფესიული საჭიროებები, ამის შემდეგ კი მოხდება გერმანიის და საქართველოს პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება, რომლის შედეგად საქართველოს სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, საუკეთესო სტუდენტები, მასწავლებლების თანხლებით, გაგზავნონ გერმანიის სასტუმროებში პრაქტიკის გასავლელად. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვიწვია და საშუალება მოგვეცა, დავეხმაროთ ქართულ პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია დუალური პროფესიული განათლების განვითარება, რაც გერმანული მოდელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მასწავლებლებს, წარმატებით დანერგონ ეს მოდელი სასწავლო პროცესში.“ #giz #psdtvet #tourism
Skills4Georgia - PSD TVET SC-ის სხვა ვიდეოები
10:22
GIZ Project for Winemakers
02:31
უსაფრთხოების ბადეები_შრომის უსაფრთხოება მშენებლობა...
01:34
რისკების შეფასება_შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში...
03:30
ხარაჩოები_შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში / Saffol...
02:24
WorldSkills Georgia
03:53
German Experts visiting the Center 22.07.2017
00:58
პროფესიული განათლება საქმიანი თაობისთვის
მსგავსი ვიდეოები
The nominated National Parks of Georgia for UNESCO World Her...
National Parks of Georgia
არანორმალური მოვლენები | ეპიზოდი 1 | სამშობლოს სიყვარული
German
სიმართლე არავის არ უყვარს
German
არანორმალური მოვლენები | ეპიზოდი 3 | ბაბულიკი
German
დასკვნამდე მივედით (რონალდუს ამბები)
German
[გერმანული ენა] გაცნობა - (ნაწილი#2) *თავაზიანი ფორმა*
Seva Sevin
[გერმანული ენა] müssen - უნდა | მოდალური ზმნა | Ich muss...
Seva Sevin
სასაუბრო ფრაზები გერმანულად|ვისწავლოთ გერმანულიlearn Germanl...
Language Club