კვლევის შედეგები
ერთ წლიანი კვლევის შედეგები. არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ საერთო სასამართლოების მოსამართლეების შესახებ მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და სოციალურ მედიაში მათ ქცევას მოიცავს. ორგანიზაციამ სამივე ინსტანციის 300-მდე მოსამართლის მონაცემები შეისწავლა. კვლევის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის შემდეგ 11-მა მოსამართლემ სასამართლოს მიმართა და სასამართლოს დავალებით ცენტრმა მათი დიპლომები აღიარა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სასამართლოს მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები კრიტიკას ვერ უძლებს. 11 მოსამართლეს განათლების ხარისხის ცენტრმა დიპლომების აღიარებაზე მანამდე უარი უთხრა. კვლევაზე კომენტარი გაკეთდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, კვლევით მახინჯდება რეალურად პრობლემური თემა. როგორც ის ამბობს, დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მოსამართლეებს არ ეხებოდა და მსგავსი საქმეებით სასამართლოს არაერთი ადამიანი მიმართავს. რაც შეეხება, სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ პირად პოზიციებს, გვრიტიშვილი განმარტავს, რომ მისთვის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის დაწერა მიუღებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კვლევის შედეგები
Livepress. ge
კვლევის შედეგები
Business Media Georgia
კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევის შედეგები - მარტოობა ადამიანის ორგანიზმში ცვლილებებს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევის შედეგები შშმ პირთა ცხოვრების თემაზე
Rioni.TV
კვლევის შედეგები და შემდგომი შეფასებები
Formula News
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის საქართველოს ო...
odishitv
კვლევის შედეგები - რა ასაკიდან იწყებენ საქართველოში ახალგაზრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster