მე 2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა კონფერენცია 1-5.04.2019 კსუ/CIU

25.04.2019 07:54

მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019 მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლის 1-5 აპრილს ქ. თბილისში წარმატებით ჩატარდა „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“. უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა კონფერენციას 5 დღის განმალობაში უმასპინძლეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა ( NCDC). ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. სკოლა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგები და თანამედროვე მიღწევები კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიების მიმართულებებით, მათ შორის: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), პასტერის ინსტიტუტი (საფრანგეთი), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), სალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია), სენტ იშვანტის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ართვინის უნივერსიტეტი (თურქეთი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაერღმავებინათ ცოდნა ინოვაციური ბიოტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკული გამოყენების ასპექტებისა და პერსპექტივების შესახებ და ადგილზე გაცნობოდნენ თანამედროვე ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგენეს საკუთარი კვლევების შედეგები, მოისმინეს მეცნიერთა შეფასებები, უპასუხეს კითხვებს და ჩაერთვნენ სამეცნიერო დისკუსიაში. კონფერენციის მასალები გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე. დასკვნით ეტაპზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მონაწილეებმა ისაუბრეს ღონისძიების შედეგებზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. http://biotech.tsu.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

№ 2  შეიმეცნე შენი სამშობლო -   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
04:45:25

№ 2 შეიმეცნე შენი სამშობლო - საერთაშორისო სამეცნიერო კონფ...

Discover your homeland - შეიმეცნე შენი სამშობლო

ქართული ეროვნული იდენტობა ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით [მე-2 ნაწილი]
13:50

ქართული ეროვნული იდენტობა ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ტექ...

Giorgi Macharashvili

\"ესკულაპი\"„Therapia საქართველოს“და უტრეხტის უნივერსიტეტის მედიცინის ექსპერტების ერთობლივ  სემინარზე
18:16

"ესკულაპი"„Therapia საქართველოს“და უტრეხტის უნივერსიტეტის მე...

PK TV2

ზემოდან ნიშანს ელოდით? აი ეს არის!
09:19

ზემოდან ნიშანს ელოდით? აი ეს არის!

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

რიგით  მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
03:13

რიგით მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

Rioni.TV

აკრილამიდის ნაერთების წარმოქმნა საკვებ პროდუქტებში მაილარდის რეაქციებიდან: მიმოხილვის
27:16

აკრილამიდის ნაერთების წარმოქმნა საკვებ პროდუქტებში მაილარდის...

სამეცნიერო ლიტერატურა

ჩვენ გაგაფრთხილეთ!  |  სამეცნიერო ანგარიში კლიმატის შესახებ.  Მე -2 ნაწილი
05:11:48

ჩვენ გაგაფრთხილეთ! | სამეცნიერო ანგარიში კლიმატის შესახებ....

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი თავდასხმის ქვეშ | ხვრელი ველში ფსკერის გარეშე
11:00

ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი თავდასხმის ქვეშ | ხვრელი ველში ფს...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

ყველა ვიდეო