დაკავება ძალადობის ფაქტზე
ძაღლზე ძალადობის ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაკავებულ პირს ბრალს, სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. საქმე ეხება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრებს, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დაკითხვის პარალელურად, გვიან ღამემდე ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის მარნეულის რაიონულ სამმართველოში, სადაც შეკრებილი მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები დამნაშავის კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გიორგი ნავროზაშვილის ინფორმაციით, გუშინ გავრცელებული ვიდეო დეკემბრის თვეშია გადაღებული. ვიდეომასალას, რომელიც ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავს, ჩვენ საგანგებოდ არ ვუშვებთ ეთერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ოჯახური ძალადობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასლან ვაშაყმაძის დაკავება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster