ფრანკფურტში მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა
ფრანკფურტში მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ფესტივალი, ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა, პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს. პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალი ანსამბლმა “ირიაომ” და სხვა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა გახსნეს. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; მიშო ურუშაძე, ასევე, ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“. მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა. გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია. მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ფესტივალზე, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს დღეები ფრანკფურტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ლონდონის წიგნის ბაზრობა 15-17 აპრილი
culturegovge culturegovge
საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ფრანკფურტში რივერ ბე...
ქართული ტელევიზია
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა
TV IMEDI
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანკფურტში პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster