ლონდონის წიგნის ბაზრობა 15-17 აპრილი
2013 წლის 15-17 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო პირველად წარდგება ქართული კოლექტიური სტენდით. „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის"ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. სტენდზე დაახლოებით თხუთმეტი ქართული გამომცემლობის წიგნები იქნება წარმოდგენილი; მათ შორის: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", „დიოგენე", „ქარჩხაძის გამომცემლობა", „სიესტა", „ლოგოს პრესი", „პალიტრა L", „ბაკმი" და „კლიო". სტენდზე ასევე განთავსდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და ,,ლიტერატურის მუზეუმის" გამოცემებიც. ბაზრობის ფარგლებში იგეგმება ქართველი გამომცემლების არაერთი საქმიანი შეხვედრა უცხოელ კოლეგებთან. ლონდონის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება. ბაზრობას თითქმის ორმოცი წლის ისტორია აქვს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობად ითვლება. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს 25,000 -ზე მეტ გამომცემლობას, წიგნის გამავრცელებლებს, ბიბლიოთეკებს და მედიის წარმომადგენლებს. ბაზრობაზე დაახლოებით 1700 საერთაშორისო მონაწილე იყრის თავს. გამომცემლები ბაზრობას ახალი გამოცემების გასავრცელებლად, საავტორო უფლებების შესაძენად და სხვა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად სტუმრობენ. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა სახის კონფერენციები, პრეზენტაციები და ფორუმები. 2007 წლის შემდეგ ლონდონის წიგნის ბაზრობა ტრადიციულად „ერლს ქორთის" საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
"პიკის საათი" 15.03.17 ქართული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრო...
Georgian Public Radio
ლონდონის წიგნის ბაზრობა
Euronews Georgia
ლონდონის წიგნის ბაზრობა 2018
Georgian Publishers and Booksellers Association
ლონდონის წიგნის ბაზრობა გაიხსნა
culturegovge culturegovge
წიგნის ბაზრობა ლონდონში
Artareatv
აკა მორჩილაძე - ინტერვიუ (ლონდონის წიგნის ბაზრობა)
Aka Morchiladze
კულტურის სამინისტროს დელეგაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge