პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

06/01/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„​EPP-ის ტექსტი მთლიანად „ნაცმოძრაობის“ მომზადებული იყო და თავზეც აწერია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერაა დაწერილი - EPP-ისთვის დამახასიათებელია ისეთ პოლიტიკურ პარტიებზე ხელის დაფარება, რომელთაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი“
▪„„ნაციონალური მოძრაობის“ მთელი საქმიანობა იქითკენ იქნება მიმართული, რომ რამენაირად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას მიაღწიონ“
▪„სამადაშვილმა კანდელაკი გადაფარა - ახლა ისაა საქართველოს საწინააღმდეგო, მოღალატეობრივი კამპანიის ლიდერი“
▪„ჩვენი ერთადერთი „დანაშაული“ ისაა, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება და სასამართლო არ გადავაბარეთ - ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სასამართლოზე „ნაცმოძრაობის“ გავლენა“
▪„კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ მოწინავე ქვეყანა ვართ და თითქმის ყველა პარამეტრში, ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს, როგორც მოლდოვასთან, ისე - უკრაინასთან; არ მგონია, რომ ევროკავშირი ალოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს“
▪„„ნაცმოძრაობა“ აშშ-ის საელჩოს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს - არ ვიცი, ამაზე ანტიდასავლური რა უნდა იყოს“
▪ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნაზე: ამის მიზანია, ეს ადამიანი ქვეყნიდან გავიდეს, იყოს თავისუფალ სივრცეში და იქიდან ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში - არაჟნის კონტეინერებს რა დალევს“
▪„პარლამენტშიც, ქუჩაშიც, ციხეშიც და ციხის გარეთაც, ოპოზიცია აბსოლუტურად ანულირებულია“
▪პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022