● ვისთან ერთად

02/02/2013
TheApokaliptos-ის მიერ

ვისთან ერთად მოვხვდები ჯოჯხეთში ნეტა?
ვისთან ერთად მომიწევს ნაკვერჩხლების ხვეტა?
რამდენ პოეტს, მუსიკოსს, მსახიობს თუ მხატვარს,
დაუნდობლად ახდიან ხავერდოვან ფარდას...

აი მერე ატყდება თამაში და მღერა!...
მერე ნახეთ, რას ნიშნავს უცენზუროდ წერა...
ცეცხლოვანი ყანწები დაიცლება ხარბად.
სამოთხეში იმ ღამეს მოიწყენენ ალბათ...

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭