საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შარლ მიშელის განცხადება
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - პოლიტიკური გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება მიღებული. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს თარიღს აზუსტებს და ადასტურებს, რომ ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ევროპული საბჭოს წინაშე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხს დააყენებს. შარლ მიშელს პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი აქვს. თუმცა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის მაღალჩინოსნის გზავნილს, რომელიც ორი წლის წინ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობდა და მედიაციის პროცესში პირადად იყო ჩართული. შესაბამისად ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის მოლოდინები განსხვავებულია. „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიდან უმეტესობას შესრულებულად აცხადებს, ოპონენტთა ნაწილისთვის ივნისიდან დღემდე ჩატარებული სამუშაოები ფასადურია. მათ შორის გიორგი ვაშაძისთვის, რომელიც დღევანდელი განცხადების გამო ოპოზიციონერმა კოლეგებმაც გააკრიტიკეს. რადიკალური განცხადებების ავტორ კოლეგებს დანარჩენი ოპოზიცია სამუშაო პროცესისგან გამიჯვნის გამო საყვედურობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 29 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა - მოლოდინები და პროგნოზები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა - მოლოდინები და პროგნოზები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებების პერსპექტივა და ევროკავშირის მედიაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიუსელი საქართველოსგან რეფორმების შესრულებას ელოდება - გზა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster