#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2021 #LIVE

19.05.2021 01:09:00

• გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, დახმარებას ითხოვენ - პრობლემის მოგვარებაში ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ • უცვლელი ეპიდ-ვითარება საქართველოში და მსოფლიო ახალი შტამების პირისპირ - სპეციალისტები კიდევ ერთი შტამის წარმოქმნის საშიშროებაზე საუბრობენ, რომლის წინააღმდეგაც ვერც ერთი ვაქცინა ვერ იმუშავებს • სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია „ევრონიუსში “, სათაურით, „საქართველოს მომავალი ევროპულია“ - შეთანხმების აღსრულების მნიშვნელობა, ქვეყნის პერსპექტივა და პოლიტიკური შეფასებები • მადრიდში საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა ქართული ცეკვით გაიხსნა - გამოფენას ესპანეთის მეფე და დედოფალი მასპინძლობენ, ქართული სამთავრობო დელეგაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას განაგრძობს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: