საქართველოს ევროპული პერსპექტივა - მოლოდინები და პროგნოზები


რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. 10 დღეში გაირკვევა საბოლოო პასუხი, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მოლოდინები და პროგნოზები არაერთგვაროვანია. ოპოზიციის ნაწილი დარჩენილ ათ დღეში ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. არის საუბარი სტატუსის გარკვეული პირობებით მინიჭებაზეც.
ოპოზიცია ერთ-ერთ საკითხად განიხილავს შარლ მიშელის დოკუმენტის აღდგენას და მისი პირობების შესრულებას. 
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს, რადგან ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ის კითხვარი, რომელიც გადაიგზავნა, ყველა კითხვაზე ამომწურავს პასუხს მომიცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან