საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შარლ მიშელის განცხადება
03/29/2023
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - პოლიტიკური გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება მიღებული.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს თარიღს აზუსტებს და ადასტურებს, რომ ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ევროპული საბჭოს წინაშე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხს დააყენებს. შარლ მიშელს პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი აქვს. თუმცა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის მაღალჩინოსნის გზავნილს, რომელიც ორი წლის წინ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობდა და მედიაციის პროცესში პირადად იყო ჩართული. შესაბამისად ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის მოლოდინები განსხვავებულია. „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიდან უმეტესობას შესრულებულად აცხადებს, ოპონენტთა ნაწილისთვის ივნისიდან დღემდე ჩატარებული სამუშაოები ფასადურია. მათ შორის გიორგი ვაშაძისთვის, რომელიც დღევანდელი განცხადების გამო ოპოზიციონერმა კოლეგებმაც გააკრიტიკეს. რადიკალური განცხადებების ავტორ კოლეგებს დანარჩენი ოპოზიცია სამუშაო პროცესისგან გამიჯვნის გამო საყვედურობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.