შეხვედრა დავით ნარმანიასთან
დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბში მერობის კანდიდატისა და გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული. შტაბში მისული ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეხვედრის დაწყებამდე, მსგავსი ტიპის ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. რუსუდან კერვალიშვილის თქმით, მერობის კანდიდატის მხრიდან ქალთა საკითხებით დაინტერესება, ნიშანდობლივი ფაქტია და საინტერესოა პრიორიტეტები, რომლებიც მათ ამ მიმართულებით აქვთ. საბავშვო ბაღების, ტრანსპორტის, მოზარდებს შორის გარჩევების პრობლემა - ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე, ქალთა ორგანიზაციებმა დააყენეს. ელენე რუსეცკი შეხვედრაზე დასმულ კითხვებზე მერობის კანდიდატის პასუხებს დადებითად აფასებს. შეხვედრა, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დავით ნარმანიამ საარჩევნო პროგრამასთან ერთად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის დასრულებისას, ნარმანიამ ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის კვლავ აქტიურად გააგრძელებს ქალთა ორგანიზაციებთან შეხვედრებს. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორმა, სამომავლო კონსულტაციებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება, რომლის შემდეგაც საქართველოს ოთხის ნაცვლად, 13 თვითმმართველი ქალაქი ეყოლება. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქე თბილისის მერთან, დავით ნარმ...
კომუნიკატორი / C სტუდია
შეხვედრა დავით უსუფაშვილთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა დავით სერგეენკოსთან
NPLG Official
ადვოკატთა შეხვედრა დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდია ვაშინგტონი, 6 თბერვალი, 2020
ამერიკის ხმა
Facebook Friends | შეხვედრა დავით ბაქრაძესთან
sandro1
ლატვიის სეიმის თავმჯდომარის შეხვედრა დავით უსუფაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს აპატურაის შეხვედრა დავით ზალკანიანთან
Europetime