სასამართლომ „ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გაამართლა


თელავის რაიონულმა სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების\" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი გაამართლა. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 მაისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ\" განცხადებით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 30 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბექა ბაიდაურმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს\" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ხოლეგაშვილმა, გამგეობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თუშეთში მოსახლეობას სააღდგომო კალათები და მედიკამენტები გადასცეს. ცესკო-მ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1t6mFq6

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან