უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები მარნეულში Marneuli TV

05/31/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

ქალაქ მარნეულში, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ.
სამედიცინო კონსულტაციებისა და გასინჯვების მსვლელობა მოინახულეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა თეიმურაზ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა.
ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან