უფასო მომსახურებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულთათვის

14.04.2021 02:01

» პროგრამაში ჩართულ პირებს, სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, ეკუთვნით ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის ან სოფლის ექიმის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის: 1) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები; 2) დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი, საჭიროების შესაბამისად; 3) ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში; 4) ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში; 5) ინკურაბელურ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა; 6) სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა); 7) სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე. ყველა ეს მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული პირისთვის სახელმწიფოს მიერ 100 % - ით ფინანსდება. ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტს https://www.imedi.ge/ge/shows/32/imed... გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/imedisdila.ge/ © Teleimedi LLC 2020

გაზიარება: