საპროტესტო აქცია პრეზიდენტის წინააღმდეგ

25.10.2013 01:20

თელავში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვას ზეიმობდა და მის გასამართლებას მოითხოვდა. აქციაში, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, „ქართული ოცნები"-ს მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აქცია კოალიცია „ქართულ ოცნებას" არ დაუგეგმავს და მასში მონაწილეობას მხოლოდ აქტიური მოსახლეობა იღებდა.
საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოეწყო, მომავალშიც გაგრძელედება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19Grtez

გაზიარება:
Paliani