ვითარება ავღანეთში

29.08.2021 00:32

ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა უკვე დატოვა. ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით, ბრიტანეთმა ავღანეთში 20-წლიანი მისია დაასრულა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა იკლო და „თალიბანი“ აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება. ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: