დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად


მსოფლიო ლიდერები არ წყვეტენ ძალისხმევას, რომ უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა განიმუხტოს და რუსეთ-უკრაინის საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. ამ მიზნით მოლაპარაკებები გრძელდება. სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის, მანამდე პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტიც ესაუბრა. ემანუელ მაკრონმა ასევე გამართა სატელეფონო დიალოგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის პასუხიც იქნება ადეკვატური, თუმცა, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის პოზიცია ამ ეტაპზე არ იცვლება. უკრაინის პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანა აგრესორის მოსაგერიებლად მზად არის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან