ბოლო ამბები უკრაინიდან - რატი ხვისტანის ჩართვა
02/24/2022
ყველაზე მძიმე სცენარი რეალობად იქცა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. გამთენიისას პუტინის მიერ დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებამ მთელი მსოფლიო შეძრა. დიპლომატიური ძალისხმევა და მკაცრი გაფრთხილებები უშედეგო აღმოჩნდა. ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან ორ დღეში რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო შეტევაზე გადავიდა. დილიდან იბომბება უკრაინული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები და საცხოვრებელი უბნები, აფეთქებები ისმის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში. კიევში პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება. რუსეთის სამხედრო ძალებმა ბელარუსიდან საზღვარი დაარღვიეს კიევის ოლქშიც.
დილიდან განგაშის სიგნალი ისმის კიევში, პერიოდულად ხდება აფეთქებები, კიევის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საჰაერო თავდასხმების შედეგად არის მსხვერპლი. კიევში, ისევე როგორც მთელ უკრაინაში, საგანგებო და საომარი მდგომარეობაა. დილიდან დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს საგანგებო ჩანთების და ნივთების მომარაგებისკენ და მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში ყოფნისკენ მოუწოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრებში გადასვლა დროულად მოხდეს. კიევის ქუჩებში სიცარიელეა, რადგან მთავარი მოწოდებაა, რომ მოქალაქეები სახლებში დარჩნენ. ადგილობრივი დროით ათ საათზე დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო შენობიდან თანამშრომლების ნაწილი გაიყვანეს. ბუნებრივია, უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები მოქმედებს მედიისთვისაც.
უკრაინაში „მოამბის“ ორი გადამღები ჯგუფი მუშაობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.